Accessibility links

logo-print

კაიროში არეულობები გრძელდება


ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში გრძელდება შეტაკებები უშიშროების ძალებსა და დემონსტრანტებს შორის. წუხელ ისმოდა სროლის ხმაც. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ არის. ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით არეულობის 5 დღი სგანმავლობაში დაიღუპა ორმოცამდე ადამიანი. დემონსტრანტები მოითხოვენ, რომ სამხედრო საბჭომ დაუყოვნებლივ გადასცეს ძალაუფლება სამოქალაქო პირებს. ტელეკომპანია ”ალ-ჯაზირის” ცნობით ეგვიპტის შინაგან საქმეთა მინისტრმა მანსურ ელ-ესაუიმ შესთავაზა სამხედრო საბჭოს გადადოს საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რომელიც 28 ნოემბრისათვის არის დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG