Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში პატიმრობა მიუსაჯეს უფლებადამცველ ალეს ბელიაცკის


ბელორუსიაში სასამართლომ ოთხნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯა ცნობილ უფლებადამცველ ალეს ბელიაცკის, რომელიც დამნაშავედ სცნო გადასახადებისათვის თავის არიდებაში. სასამართლომ მიიღო ასევე გადაწყვეტილება მისი ქონების კონფისკაციის შესახებ. ბელიაცკი ხელმძღვანელობს უფლებადამცველ ორგანიზაცია „ვიასნას“, რომელსაც 2003 წელს ჩამოართვეს ოფიციალური რეგისტრაცია. ბრალდებები უკავშირდება ლიტვასა და პოლონეთში ბელიაცკის პირად საბანკო ანგარიშებს, რომლებსაც ის იყენებდა უფლებადამცველების მუშაობის დაფინანსების მიზნით უცხოელი დონორების დახმარების მისაღებად. ცნობების თანახმად, ევროპარლამენტი აცხადებს, რომ „უკიდურესად შეშფოთებულია“ ბელიაცკისთვის პატიმრობის მისჯით და „პოლიტიკურად მოტივირებულად“ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს მისთვის წაყენებულ ბრალდებებს. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ბელორუსიის ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ბელიაიცკი და ციხეებში მყოფი ყველა დანარჩენი პოლიტპატიმარი.
XS
SM
MD
LG