Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტელი სამხედროები ბოდიშს იხდიან დემონსტრანტებში მსხვერპლის გამო


ეგვიპტის სამხედრო ლიდერები ბოდიშს იხდიან მსხვერპლის გამო, რომელიც დემონსტრანტებს შორის მოჰყვა პოლიციელებთან შეტაკებებს. საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილეებიც მოითხოვენ ეგვიპტის დროებითი სამხედრო მმართველების გადადგომას, დღეს მეექვსე დღეა, გრძელდება. დღევანდელ განცხადებაში სამხედრო ლიდერები პირობას დებენ, რომ მართლმსაჯულებას გადასცემენ დემონსტრანტების სიკვდილზე პასუხისმგებელ პირებს. პარასკვის შემდეგ ეგვიპტეში 35 ადამიანია დაღუპული დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებების შედეგად. დემონსტრანტები უარყოფენ სამხედროების წინადადებას, რომ დააჩქარებენ ქვეყნის სამოქალაქო მმართველობაზე გადაყვანის პროცესს. ამჟამინდელი დაპირისპირება ყველაზე მასშტაბური და ინტენსიურია მას შემდეგ, რაც მასობრივმა გამოსვლებმა წელს თებერვალში გადადგომა აიძულა პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქს. რამდენიმე დღეში, 28 ნოემბერს ეგვიპტეში საპარლამენტო არჩენები უნდა ჩატარდეს.
XS
SM
MD
LG