Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ აბაშიძე და ვიქტორ დოლიძე მონაწილეობას არ მიიღებენ დედაქალაქის ბიუჯეტის განხილვაში


თბილისის საკრებულოში "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები ზურაბ აბაშიძე და ვიქტორ დოლიძე დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ. დღევანდელ პრესკონფერენციაზე მათ განაცხადეს, რომ ბიუჯეტის პროექტი გამჭვირვალე არ არის და ელიტური კორუფციის წყაროს წარმოადგენს. ზურაბ აბაშიძემ აბსურდი უწოდა თბილისის მერიის მიერ ბიუჯეტის დასაგეგმად მოსახლეობის გამოიკითხვას, რადგან მისივე თქმით, ჯერ მერია განსაზღვრავს, რომელ სფეროში რამდენი უნდა დაიხარჯოს და შემდეგ ეკითხება მოქალაქეებს, რას მიიჩნევენ პრიორიტეტად. ”კითხვარიდან გამომდინარე, თბილისის მოსახლეობას არ განუსაზღვრავს მერიის სისტემის შრომის ანაზღაურების ხარჯების 3 მილიონით გაზრდა, დასუფთავების მოსაკრებლის ბიუჯეტში ასახვა და ამ ბიზნესის ფარულად მონოპოლიური პრივატიზება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებისათვის, ანუ ნაციონალური მოძრაობის აქტივის შრომის ანაზღაურებისათვის 16 მილიონ 900 ათასი ლარის დახარჯვა და ასე შემდეგ”, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
XS
SM
MD
LG