Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში სამთავრობო საათი მიმდინარეობს


საქართველოს პარლამენტში სამთავრობო საათი მიმდინარეობს. ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების გამოსვლების შემდეგ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დებატები დაიწყება. დილით საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდა ფინანსთა მინისტრი, რომელმაც დეპუტატებს წარუდგინა წლევანდელი ბიუჯეტის 213 მილიონი ლარით გაზრდის პროექტი. დიმიტრი გვინდაძის გამოსვლამდე პარლამენტის სხდომაზე კვორუმის შეკრება ორჯერ ვერ მოხერხდა, რის გამოც საჯაროდ წაიკითხეს სია იმ დეპუტატებისა, რომლებიც სხდომას არ ესწრებოდნენ. რიგით მესამე რეგისტრაციამ კვორუმის არსებობა დაადასტურა, თუმცა თავად საბიუჯეტო ცვლილებების განხილვა კვლავ თითქმის ცარიელ სხდომათა დარბაზში მიმდინარეობდა. წლევანდელი ბიუჯეტისთვის დამატებული 213 მილიონი ლარიდან თითქმის 45 მილიონი თავდაცვის სამინისტროსთვისაა განკუთვნილი. ეს გადაწყვეტილება ფინანსთა მინისტრმა ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობით ახსნა.
XS
SM
MD
LG