Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში სამთავრობო საათი გაიმართა


ფინანსთა მინისტრის გამოსვლა საქართველოს პარლამენტში
ფინანსთა მინისტრის გამოსვლა საქართველოს პარლამენტში
საქართველოს პარლამენტში სამთავრობო საათი გაიმართა. ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების გამოსვლების შემდეგ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დებატები გაიმართა. დილით საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდა ფინანსთა მინისტრი, რომელმაც დეპუტატებს წარუდგინა წლევანდელი ბიუჯეტის 219 მილიონი ლარით გაზრდის პროექტი. დიმიტრი გვინდაძის გამოსვლამდე პარლამენტის სხდომაზე კვორუმის შეკრება ორჯერ ვერ მოხერხდა, რის გამოც საჯაროდ წაიკითხეს სია იმ დეპუტატებისა, რომლებიც სხდომას არ ესწრებოდნენ. რიგით მესამე რეგისტრაციამ კვორუმის არსებობა დაადასტურა, თუმცა თავად საბიუჯეტო ცვლილებების განხილვა კვლავ თითქმის ცარიელ სხდომათა დარბაზში მიმდინარეობდა. წლევანდელი ბიუჯეტისთვის დამატებული 219 მილიონი ლარიდან თითქმის 45 მილიონი თავდაცვის სამინისტროსთვისაა განკუთვნილი. ეს გადაწყვეტილება ფინანსთა მინისტრმა ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობით ახსნა.
XS
SM
MD
LG