Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მოკლეს, სულ ცოტა, შვიდი მცველი


ავღანეთში მოკლეს, სულ ცოტა, შვიდი მცველი, რომელიც უშიშროების კერძო კომპანიაში მუშაობდა. ეს მსხვერპლი მოჰყვა თალიბანის თავდასხმას ავტომანქანების ბადრაგზე დასავლეთში მდებარე ფარაჰის პროვინციაში. ბადრაგით მიჰქონდათ ნატოსათვის განკუთვნილი ტვირთი. პროვინციის გუბერნატორის პრესმდივნის განცხადებით, ბრძოლა ორი საათი გაგრძელდა, სანამ საქმეში ჩაერეოდნენ ავღანელი პოლიციელები. თავდასხმის შედეგად ათი ავტომანქანა განადგურდა. პრესმდივნის განცხადებით, მისთვის უცნობია, არის თუ არა მსხვერპლი თავდამსხმელებს შორის.
XS
SM
MD
LG