Accessibility links

პარლამენტმა დაამტკიცა სახელმწიფო ბიუჯეტის გაზრდა 219 მლნ ლარით


მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტი საქართველოში 219 მილიონი ლარით იზრდება და 7 მილიარდ 564 მილიონ ლარს მიაღწევს. ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების გაზრდა დღეს დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა. დეპუტატებს ბიუჯეტის 219 მილიონი ლარით გაზრდის პროექტი წარუდგინა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი გვინდაძემ. ამ, 219 მილიონი ლარიდან თითქმის 45 მილიონია განკუთვნილი თავდაცვის სამინისტროსთვის. ეს გადაწყვეტილება ფინანსთა მინისტრმა ახსნა ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობით. მისი გამოსვლა მოჰყვა პარლამენტში ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსებისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების გამოსვლებს.
XS
SM
MD
LG