Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტყიბულის მაღაროში მუშა დაიღუპა


საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში ერთი ადამიანი დაიღუპა. „მედიანიუსი“ დაღუპულის თანამშრომლისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ მსხვერპლი მოჰყვა უბედურ შემთხვევას. საქმე ეხება ტყიბულის მაღაროში ნოემბერში მომხდარ უკვე მეორე უბედურ შემთხვევას. 7 ნოემბერს აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი მაღაროელი. „მედიანიუსის“ მონაცემებით, ბოლო ორ წელიწადში 13 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარმა ექვსმა უბედურმა შემთხვევამ.
XS
SM
MD
LG