Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჰაერო თავდასხმისას ავღანეთში


ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, ნატოს საჰაერო თავდასხმის შედეგად, შვიდი სამოქალაქო პირი, მათ შორის ექვსი ბავშვი დახოცეს ამ ქვეყნის სამხრეთში, ყანდაარის პროვინციაში. ერთ-ერთი რაიონის მმართველის, სარდარის თქმით, თავდასხმის სამიზნე იყვნენ თალიბები, რომლებიც გზას ნაღმავდნენ, მაგრამ რაკეტა სამიზნეს აცდა და საცხოვრებელ არეალში ჩამოვარდა. თუმცა, ყანდაარის გუბერნატორის ოფისის ცნობით, ორი მეამბოხე, რომლებიც ნაღმებს აწყობდნენ, მოკლული იქნენ, და სამმა დანარჩენმა, თავი საცხოვრებელ სახლებს შეაფარეს, სადაც მათ საერთაშორისო ჯარმა მიაკვლია. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
XS
SM
MD
LG