Accessibility links

logo-print

ეგვიპტის არმიამ ახალი პრემიერი აირჩია


გავრცელდა ცნობა, რომ ეგვიპტის სამხედრო მმართველებმა დანიშნეს ახალი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ახალ მთავრობას შექმნის. ახალი პრემიერი, კამა განზური 1990-იან წლებში, ჰოსნი მუბრაქის მმართველობის პერიოდში თავმჯდომარეობდა მთავრობას. მისი წინამორბედი, სამხედროთა მიერ არჩეული კაბინეტი, გადადგა ამ კვირის დასაწყისში, სისხლიანი საპროტესტო გამოსვლების გამო, რომელთა დროსაც, სულ მცირე, 45 ადამიანი დაიხოცა ხუთი დღის განმავლობაში. დღეს ადრე, სამხედროებმა ბოდიში მოიხადეს ამ მსხვერპლის გამო და პირობა დადეს, რომ პასუხისმგებელ პირებს გაასამართლებენ. კაიროში, ტაჰრირის მოედანზე, დღეს შეტაკებები, შემცირდა, მაგრამ აქციების მონაწილეები ახალი გამოსვლებისკენ მოუწოდებენ მონაწილეებს, რათა ბოლო მოეღოს სამხედროთა მმართველობას. თებერვლის გამოსვლების შედეგად მუბარაქის დამხობის შემდეგ, ეგვიპტეს, სამხედროთა უზენაესი საბჭო მართავს.
XS
SM
MD
LG