Accessibility links

კაიროში დღეს ტარდება მასობრივი საპროტესტო აქცია


ეგვიპტის დედაქალაქში დღეს დემონსტრანტები ახალი, მასობრივი აქციისთვის ემზადებიან სამხედრო მმართველობის გადადგომის მოთხოვნით. დღევანდელ აქციას ისინი ”ბოლო შანსის პარასკევს” უწოდებენ. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეგვიპტის უმაღლესმა სამხედრო საბჭომ ქამალ განზურის ქვეყნის ახალი მთავრობის ფორმირება დაავალა. განზური ერთხელ უკვე იყო ეგვიპტის პრემიერ-მინისტრი 1990-იანების ბოლოს, ჰოსნი მუბარაქის პრეზიდენტობის დროს.
XS
SM
MD
LG