Accessibility links

არაბთა ლიგა ემუქრება სირიას სანქციებით


უფლებადამცველების ინფორმაციით, ბოლო დღეღამის განმავლობაში სირიაში მომხდარი შეტაკებებისას 47 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არის სამოქალაქო პირები, უშიშროების სამსახურის თანამშრომლები, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც პრეზიდენტ ბაშარ ასადის მოწინააღმდეგეებს მიემხრნენ. დღეს იწურება სირიისთვის არაბთა ლიგის მიერ მეთვალყურეთა შეშვებისთვის დაწესებული ვადა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არაბთა ლიგა სირიას სანქციებს დაუწესებს, მათ შორის განიხილება სავაჭრო ემბარგოს დაწესებაც.
XS
SM
MD
LG