Accessibility links

logo-print

გამოკითხვის შედეგებით, რუსეთში იკლებს მხარდაჭერა პუტინის პარტიისადმი


რუსეთში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, მმართველ პარტიას წინა არჩევნებზე გაცილებით ნაკლები ხმა ერგება 4 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებში. რუსეთში საზოგადოებრივი აზრის გამომკვლევი წამყვანი დამოუკიდებელი ინსტიტუტის, ლევადას ცენტრის მონაცემებით, პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის პარტია „ერთიან რუსეთს“ ერგება 253-მდე ადგილი სულ 450-ადგილიან პარლამენტში. ამჟამად მას 315 მანდატი აქვს. გამოკითხვის შედეგებით, მეორე ადგილზე გავა კომუნისტური პარტია 94 მანდატით, მესამეზე კი ულტრანაციონალისტური ლიბერალ-დემოკრატიული პარტია, რომელიც 59 მანდატს მიიღებს.
XS
SM
MD
LG