Accessibility links

logo-print

თურქეთი მზადაა, არაბულ ლიგასთან ერთად იმოქმედოს სირიის საკითხში


თურქეთი გამოთქვამს მზადყოფნას, რომ არაბულ ლიგასთან ერთად იმოქმედოს, თუ სირია არ გამოავლენს კეთილ ნებას საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ ძალადობისათვის ბოლოს მოსაღებად. თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, აჰმეთ დავუთოღლუმ სტამბოლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მზადაა, დაესწროს არაბული ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რომელიც შესაძლოა, კვირას გაიმართოს. მანამდე დავუთოღლუ განაგრძობს კონსულტაციებს ევროკავშირის, ნატოსა და გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებთან. დღეს ის შეხვდა იტალიელ კოლეგას, ჯულიო ტერცის.
XS
SM
MD
LG