Accessibility links

logo-print

თბილისის მერია: ახალი ჯიხურების დადგმა მიზნად ისახავს ბიზნესის ხელშეწყობას


თბილისის მერია აცხადებს, რომ დედაქალაქში ახალი ჯიხურების დადგმა მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას, დაინტერესებული პირებისთვის თანაბარი პირობის შეთავაზებას და სწორედ ამიტომ შეირჩა ინტერნეტაუქციონის ფორმა. მერიაში აღნიშნავენ, რომ ნებისმიერ ფიზიკურ, თუ იურიდიულ პირს, რომელსაც ნებართვის საფუძველზე ჯიხური უკვე აქვს, მისი დახურვა ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე არ ევალება. ამასთან, მერიის განცხადებით, ნებისმიერი სახის გამონაკლისი, ან შეღავათი, რომლის საფუძველზეც გარკვეულ პირებს ჯიხურის დადგმის უფლება აუქციონის გარეშე ექნებათ, გამოიწვევს ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულთა უფლებების დარღვევას. თბილისის მერია აცხადებს, რომ იმავე მიზეზით ვერ დაუშვებს გამონაკლისს და ქალაქში ვერ დატოვებს უნებართვო ჯიხურებს. მერიის ინფორმაციით, დღემდე ჩატარებულია ხუთი აუქციონი, რომელზეც გამოტანილი იყო 250 ლოტი, 93-ზე გამარჯვებული გამოვლინდა, 157 ლოტზე კი კონკურენცია არ ყოფილა.
XS
SM
MD
LG