Accessibility links

logo-print

რესპუბლიკური პარტია აპროტესტებს ახალი ჯიხურების შესახებ გადაწყვეტილებას


ქართული პრესის წარმომადგენლების პროტესტს შეუერთდა რესპუბლიკური პარტია. მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისში მერიის გადაწყვეტილება ახალი ჯიხურების განთავსების შესახებ, ერთი მხრივ, პრესაზე და მეორე მხრივ, მცირე ბიზნესზე ახალი შეტევის ინსტრუმენტი აღმოჩნდა. რესპუბლიკელები მოითხოვენ, რომ თბილისის მერიამ საჯაროდ გამოაქვეყნოს უკვე ჩატარებული აუქციონების არა მხოლოდ სტატისტიკური შედეგები, არამედ კონკრეტული ინფორმაცია კომპანიებისა და ფიზიკური პირების შესახებ, რომლებმაც დედაქალაქის ტერიტორიაზე ჯიხურების დადგმის მრავალწლიანი უფლება მიიღეს. "გადაწყვეტილების მიმღებთათვის სრულიად ნათელია, რომ პრესის გავრცელების ჯიხურები ვერასდროს მოახერხებს რეალური კონკურენცია გაუწიოს სურსათის, თამბაქოს ან ლატარიის კომპანიებს. ყველასთვის ცნობილია, რომ ამ სეგმენტში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დავით კეზერაშვილის კომპანიას და ბაზარზე დღეს მოქმედი სხვა ფირმების განდევნით, ხელისუფლება სწორედ მის კომპანიას უტოვებს მონოპოლიურ მდგომარეობას", - ნათქვამია რესპუბლიკური პარტიის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG