Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 სამუშაო ჯგუფს შექმნიან რესპუბლიკელები, "თავისუფალი დემოკრატები" და ბიძინა ივანიშვილის გუნდი


ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის გუნდის, რესპუბლიკური პარტიისა და ”თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლები 11 სამუშაო ჯგუფს შექმნიან. ეს გადაწყვეტილება დღეს მიიღეს ბიზნესმენის რეზიდენციაში, სადაც ბიძინა ივანიშვილი ორი პარტიის 70-მდე წევრს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ”თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელმა ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ჯგუფები უსაფრთხოების, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების მიმართულებით იმუშავებენ. ”ჩვენ ყველა ერთად ვემზადებით არჩევნების გზით ხელისუფლების დასამარცხებლად", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ რესპუბლიკელმა დავით ბერძენიშვილმა. მისივე თქმით, საარჩევნო ალიანსის შექმნაზე დღეს საუბარი არ ყოფილა, თუმცა რესპუბლიკელები, "თავისუფალი დემოკრატები" და ბიძინა ივანიშვილის გუნდი იქნებიან ერთიან პოლიტიკურ სტრუქტურაში, რომელიც ხელისუფლების ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი იქნება, მისი საბოლოო სახე და წევრთა კონკრეტული ვინაობა კი, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG