Accessibility links

კიდევ ერთი მაღაროელი დაიღუპა ტყიბულის მაღაროში


კიდევ ერთი მაღაროელი დაიღუპა ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში. საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, 24 ნოემბერს ჭერის ჩამონგრევამ 50 წლის სერგი აშოთიას სიცოცხლე იმსხვერპლა, კიდევ ერთი მაღაროელი კი, მსუბუქად დაშავდა. პროფკავშირის ცნობითვე, უბედური შემთხვევის კონკრეტული მიზეზის დასადგენად სამშენებლო-ტექნიკური ინსპექციისა და მაღაროს მფლობელი კომპანია „საქნახშირის“ წარმომადგენლები მუშაობენ. კვლევაში მონაწილეობენ ტყიბულის მაღაროელთა პროფკავშირის წევრებიც. 2009 წლიდან ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში 13 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG