Accessibility links

logo-print

კაიროში გრძელდება მრავალათასიანი საპროტესტო აქცია


ეგვიპტეში ათიათასობით დემონსტრანტი მოითხოვს სამხედრო მმართველობისათვის ბოლოს მოღებას. კაიროს ცენტრში მდებარე ტაჰრირის მოედანზე მთელი კვირაა გრძელდება საპროტესტო აქციები, რომელთა მსვლელობაშიც 41ი ადამიანია დაღუპული, მათი უმრავლესობა დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებების შედეგად. დღეს დემონსტრანტები პროტესტს გამოთქვამენ მმართველი სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილების გამო, დროებითი მთავრობის ხელმძღვანელად დანიშნოს 78 წლის ქამალ განზური - ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც მთავრობას ხელმძღვანელობდა ჰოსნი მუბარაკის პრეზიდენტობის პერიოდში, 1996-1999 წლებში. ახლა განზური უნდა გაუძღვეს დროებით მთავრობას 2012 წლის ივნისისათვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებამდე. სამ დღეში კი, 28 ნოემბერს, ეგვიპტეში საპარლამენტო არჩევნები იმართება.
XS
SM
MD
LG