Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი სერბიას მოუწოდებს კოსოვოსთან დიალოგისაკენ


ევროკავშირის პრეზიდენტ ჰერმან ვან რუმპეს განცხადებით, ევროკავშირი უნდა დარწმუნდეს, რომ სერბია კეთილ ნებას ავლენს კოსოვოსთან მიმართებით, რათა ბელგრადს მისცეს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მორიგი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა. ჰერმან ვან რუმპემ სერბიის პრეზიდენტ ბორის ტადიჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ტადიჩს მოუწოდა, აჩვენოს ევროკავშირს, რომ სერიოზულად არის ჩართული კოსოვოსთან დიალოგში. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებმა 9 დეკემბრისათვის დანიშნულ სამიტზე უნდა გადაწყვიტონ, მიენიჭება თუ არა სერბიას ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური კანდიდატის სტატუსი.
XS
SM
MD
LG