Accessibility links

logo-print

რუსეთი აიაფებს გაზს ბელორუსიისათვის


რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მოსკოვი აიაფებს გაზს, რომელსაც ბელორუსიას აწვდის, რის შედეგადაც მინსკს მოუწევს იმ ფასის ნახევარზე ნაკლების გადახდა, რომელსაც სხვა ევროპული სახელმწიფოები იხდიან. პუტინმა ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრამდე განაცხადა, რომ ფასდაკლება ბელორუსიას დააზოგინებს, სულ ცოტა, 2 მილიარდ დოლარს. ათას კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 244 დოლარის ნაცვლად, მომავალი წლის დასაწყისში ფასი იქნება 164 დოლარი. ამავე დროს, რუსეთის კომპანია "გაზპრომმა" შეიძინა ბელორუსიის გაზსადენების სისტემის დარჩენილი ნაწილი და მისი ერთადერთი მფლობელი გახდა. პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთმა და ბელორუსიამ დღეს გააფორმეს შესაბამისი შეთანხმება. აქამდე "გაზპრომს" ეკუთვნოდა "ბელტრანსგაზის" 50 პროცენტი. შეთანხმების ფონია მწვავე კრიზისი ბელორუსიაში, რომლის ეროვნულმა ვალუტამაც თითქმის 65-პროცენტიანი დევალვაცია განიცადა.
XS
SM
MD
LG