Accessibility links

logo-print

თბილისის საკრებულომ დაამტკიცა 2012 წლის ბიუჯეტი


თბილისის საკრებულომ დაამტკიცა 2012 წლის ბიუჯეტი. ის განსაზღვრულია 648 მლნ ლარით, საიდანაც 91 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვისათვის. ბიუჯეტის განხილვისას მკაცრი კრიტიკა გამოთქვეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს "რესპუბლიკელმა" თინა ხიდაშელმა და "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლებმა ზურაბ აბაშიძემ და ვიქტორ დოლიძემ.
XS
SM
MD
LG