Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაბული ლიგა მსჯელობს სირიის წინააღმდეგ სანქციებზე


არაბული ლიგის წევრები დღეს შეხვედრას მართავენ სირიის წინააღმდეგ სანქციების მოსამზადებლად. შეხვედრა იმართება ერთ დღეში მას შემდეგ, რაც დამასკმა უგულებელყო არაბული ლიგის ულტიმატუმი მოთხოვნით, დათანხმებულიყო სირიის ტერიტორიაზე უცხოელი მეთვალყურეების შეშვებას. გაეროს მონაცემებით, სირიაში 3500-ზე მეტი ადამიანია მოკლული რეპრესიების შედეგად, რომლებიც ახლავს მარტის შუა რიცხვებში დაწყებულ საპროტესტო აქციებს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის გადადგომის მოთხოვნით. არაბული ლიგის შესაძლო სანქციებს შორის სახელდება სირიასთან ვაჭრობის ნაწილობრივ შეჩერება და სირიის ცენტრალურ ბანკთან კავშირის გაწყვეტა. ამასთან, ერაყის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ჰოშიარ ზებადი აცხადებს, რომ „შეუძლებელია“ სირიის მიმართ ეკონომიკური სანქციების შემოღება ამ ქვეყანასთან ერაყის სავაჭრო კავშირების და სირიაში მრავალი ერაყელი ლტოლვილის ყოფნის გამო. მისი განცხადების შემდეგ ჯერ არ არის ნათელი, უარს იტყვის თუ არა ერაყი არაბული ლიგის მიერ შემუშავებული სავარაუდო სანქციების მხარდაჭერაზე.
XS
SM
MD
LG