Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი „უმკაცრესად“ გმობს ნატოს თავდასხმას


პაკისტანი აცხადებს, რომ „უმკაცრესად“ გმობს ნატოს ვერტმფრენის დღევანდელ თავდასხმას, რომლის შედეგადაც 25 პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა პოსტზე ავღანეთის საზღვრის მახლობლად. პაკისტანის ეს რეაქცია ასახულია განცხადებაში, რომელიც პაკისტანის საგარეო უწყების პრესმდივანმა წარმოადგინა. მანამდე პაკისტანმა თავდასხმის გამო პროტესტის ნიშნად შეაჩერა ნატოს მომარაგება მეზობელ ავღანეთში. ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების (აისაფის) პრესმდივანმა, გენერალმა კარსტენ იაკობსონმა ჩვენი რადიოს ავღანურ სამსახურთან საუბარში განაცხადა, რომ ნატოს დაწყებული აქვს ინციდენტის გამოძიება. „ჯერ ვერ დავადასტურებთ (დაღუპულთა) რაოდენობას. შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ჩვენთვის ცნობილია კუნარის საზღვარზე და მეზობელი ქვეყნის საზღვარზე მომხდარი ინციდენტის შესახებ. ვაწარმოებთ ინციდენტის გამოძიებას. აისაფის განცხადება ახლო მომავალშია მოსალოდნელი“, - უთხრა ჩვენი რადიოს ავღანურ სამსახურს აისაფის პრესმდივანმა.
XS
SM
MD
LG