Accessibility links

ერევანში გაიმართა ოპოზიციის მომხრეთა დემონსტრაცია


ერევანში პარასკევს 3000-მდე დემონსტრანტი შეიკრიბა პრეზიდენტ სერჟ სარქსიანის გადადგომის მოთხოვნით. აქციის ორგანიზატორი ოპოზიციური ბლოკის, „სომხეთის ეროვნული კონგრესის“ კრიტიკა მიმართულია კორუფციისა და დემოკრატიის ხარვეზების წინააღმდეგ. ამასთან, ეროვნული კონგრესი ირწმუნება, რომ არსებობს სამართლებრივი საფუძველი პრეზიდენტის იმპიჩმენტისათვის. ოპოზიციური ბლოკის ლიდერი, სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი კიდევ ერთხელ გამოვიდა ვადამდელი არჩევნებისაკენ მოწოდებით, თუმცა ისიც თქვა, რომ ალიანსს სჭირდება მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში წარმატება, თავისი მიზნების მისაღწევად.
XS
SM
MD
LG