Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში გაიმართა აქციები სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით


მოსკოვში გაიმართა ორი აქცია სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მხარდასაჭერად. ერთი მათგანი ორგანიზებული იყო პარტია „იაბლოკოსა“ და მოძრაობა „დემოკრატიული არჩევანის“ მიერ, მეორე კი ჩაატარეს „თავისუფალმა რუსეთმა“ და „რუსეთის პატრიოტებმა“. თავდაპირველად ეს ორგანიზაციები საერთო გამოსვლას ამზადებდნენ, მაგრამ მოგვიანებით გადაწყვიტეს, ორ აქციად გაყოფილიყვნენ. მოსკოვში რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, თითოეულ აქციაზე 400-მდე ადამიანი შეიკრიბა. რუსეთში 4 დეკემბერს ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. ზოგი პოლიტიკური ორგანიზაცია კენჭისყრას წინასწარვე მიიჩნევს არალეგიტიმურად, რადგან რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ რეგისტრაციაზე უარი უთხრა რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას.
XS
SM
MD
LG