Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში თებერვალში ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები


იემენში 21 თებერვალს გაიმართება საპარლამენტო არჩევნები, რაც შეესაბამება შეთანხმებას პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის გადაგომის შესახებ. ვადამდელი არჩევნების თარიღი განისაზღვრა ვიცე-პრეზიდენტ აბდრაბუჰ მანსურ ჰადის ბრძანებულებით - პრეზიდენტმა სალეჰმა სწორედ ვიცე-პრეზიდენტს გადასცა ძალაუფლება არაბული სახელმწიფოების შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შესაბამისად. ვადამდელი არჩევნები მოჰყვება 90-დღიან გარდამავალ პერიოდს, რომელიც დაიწყო გასულ კვირაში შეთანხმებაზე ხელმოწერით. მანამდე იემენში რამდენიმე თვე გრძელდებოდა საპროტესტო აქციები პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის გადადგომის მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG