Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში ტარდება დე-ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური


ცხინვალის რეგიონში მიმდინარეობს დე-ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური. კანდიდატი ანატოლი ბიბილოვი ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა საარჩევნო უბანში და ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ხმა მისცა მომავალს“, რომელიც ისეთივე „სუფთა და თეთრი“ იქნება, როგორც წინა საღამოს წამოსული თოვლი. ბიბილოვი, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგანგებო დავალებათა მინისტრი, მოსკოვის მხარდაჭერით სარგებლობს და არჩევნებში ფავორიტად ითვლება. მას კონკურენციას უწევს რეგიონის განათლების ყოფილი მინისტრი, ალა ჯიოევა. დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტური 13 ნოემბერს ჩატარდა. საქართველო, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის უდიდესი ნაწილი, არ ცნობს არჩევნების ლეგიტიმურობას ტერიტორიაზე, რომელიც ოკუპირებულად არის მიჩნეული.
XS
SM
MD
LG