Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაბული ლიგა გამართავს კენჭისყრას სირიის წინაღამდეგ სანქციებზე


დღეს კაიროში ტარდება არაბული ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელზეც კენჭს უყრიან სირიის მიმართ სანქციებს, ამ ქვეყანაში დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის გამო. შაბათს არაბული ლიგის ფინანსთა მინისტრებმა მოილაპარაკეს ზომებზე, რომელთა შორისაც ასახელებენ სირიასთან სავაჭრო კავშირების შეწყვეტას და მისი საბანკო ანგარიშების გაყინვას. ეს ნაბიჯი მოჰყვა უარს არაბული ლიგის მოთხოვნაზე სირიაში მეთვალყურეების შეშვების შესახებ. გაეროს მონაცემებით, სირიაში 3500-ზე მეტი ადამიანია მოკლული რეპრესიების შედეგად, რომლებიც ახლავს მარტის შუა რიცხვებში დაწყებულ საპროტესტო აქციებს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის გადადგომის მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG