Accessibility links

logo-print

ცხინვალში შემდგარად გამოცხადდა დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები


ცხინვალის რეგიონში შემდგარად გამოცხადდა დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური მას შემდეგ, რაც კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ელექტორატის 30-მა პროცენტმა. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ადგილობრივი დროით 14 საათზე აღირიცხა რეგისტრირებული ამომრჩევლების 50-მდე პროცენტის მონაწილეობა. ვარაუდობენ, რომ გამარჯვებას მოიპოვებს საგანგებო დავალებათა მინისტრი ანატოლი ბიბილოვი - კანდიდატი, რომელიც მოსკოვის მხარდაჭერით სარგებლობს. მას კონკურენციას უწევს განათლების ყოფილი მინისტრი, ალა ჯიოევა. დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების პირველი წინასწარი შედეგები დღეს საღამოს, 20 საათისთვის არის მოსალოდნელი. კენჭისყრის პირველი ტური 13 ნოემბერს ჩატარდა. საქართველო, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის უდიდესი ნაწილი, არ ცნობს არჩევნების ლეგიტიმურობას ტერიტორიაზე, რომელიც ოკუპირებულად არის მიჩნეული.
XS
SM
MD
LG