Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ბრიტანეთთან ურთიერთობის შესუსტებას


ირანის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ბრიტანეთთან დიპლომატიური და ეკონომიური ურთიერთობის შესუსტებას ბრიტანეთის მიერ ირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების საპასუხოდ. ცნობების თანახმად, 290 პარლამენტარიდან 179 მიემხრო კანონპროექტს, წინააღმდეგი იყო ოთხი დეპუტატი. კანონპროექტი მთავრობას ავალებს, ორ კვირაში გაიწვიოს ბრიტანეთიდან ირანის ელჩი. ირანის პარლამენტში კანონპროექტი შევიდა 23 ნოემბერს მას შემდეგ, რაც ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და კანადამ შემოიღეს ახალი სანქციები ირანის წინააღმდეგ. თავის მხრივ, ეს გადაწყვეტილება მოჰყვა გაეროს ატომური სააგენტოს ანგარიშს, რომელშიც გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურება. თეირანი ამ ბრალდებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ ბირთვულ პროგრამას მხოლოდ სამოქალაქო მიზნები აქვს.
XS
SM
MD
LG