Accessibility links

თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში არჩევნების შედეგების გამოცხადება გადაიდო


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამოცხადება გადაიდო, რადგან მმართველმა პარტიამ საჩივარი შეიტანა დარღვევებთან დაკავშირებით.

თვითაღიარებული რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს განცხადებით, ამ საკითხის განხილვას ერთი დღე დასჭირდება. მანამდე ოპოზიციის კანდიდატმა ალა ჯიოევამ მოუწოდა თავის მეტოქეს, ანატოლი ბიბილოვს აღიაროს დამარცხება.

ჯიოევას შტაბის ცნობით მან კონკურენტზე 5 ათასი ხმით მეტი მიიღო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებითაც ლიდერობს ოპოზიციის კანდიდატი. ხმების ორი მესამედის დათვლის შემდეგ ჯიოევას 56,7 პროცენტი აქვს, ბიბილოვს კი - 40.
XS
SM
MD
LG