Accessibility links

ცხინვალში დასრულდა დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები


ცხინვალის რეგიონში დასრულდა დე-ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური. ადგილობრივი საარჩევნო კომისიის მონაცემებით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ელექტორატის 60 პროცენტზე მეტმა. არჩევნების შემდგარად გამოსაცხადებლად 30 პროცენტიც საკმარისი იყო. მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგანგებო დავალებათა მინისტრი, ანატოლი ბიბილოვი, რომელიც მოსკოვის მხარდაჭერით სარგებლობს, და განათლების ყოფილი მინისტრი, ალა ჯიოევა. დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტური 13 ნოემბერს ჩატარდა. საქართველო, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის უდიდესი ნაწილი, არ ცნობს არჩევნების ლეგიტიმურობას ტერიტორიაზე, რომელიც ოკუპირებულად არის მიჩნეული.
XS
SM
MD
LG