Accessibility links

logo-print

წინასწარი მონაცემებით, ცხინვალის არჩევნებში ჯიოევა ლიდერობს


ცხინვალის რეგიონში დასრულდა დე-ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური. წინასწარი მონაცემებით, ხმების 61,5 პროცენტით ლიდერობს განათლების ყოფილი მინისტრი, ალა ჯიოევა, რაც ბევრისთვის არის მოულოდნელობა, რადგან ფავორიტად ითვლებოდა ჯიოევას მეტოქე, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგანგებო დავალებათა მინისტრი, ანატოლი ბიბილოვი. ის მოსკოვის მხარდაჭერით სარგებლობს. წინასწარი შედეგებით, რომელთა შესახებაც ჩვენი რადიოს კორესპონდენტები გვატყობინებენ ჯიოევას შტაბის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ბიბილოვს ერგო 38,5-მდე პროცენტი. ადგილობრივი საარჩევნო კომისიის მონაცემებით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ელექტორატის 60 პროცენტზე მეტმა. არჩევნების შემდგარად გამოსაცხადებლად 30 პროცენტიც საკმარისი იყო. დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტური 13 ნოემბერს ჩატარდა. საქართველო, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის უდიდესი ნაწილი, არ ცნობს არჩევნების ლეგიტიმურობას ტერიტორიაზე, რომელიც ოკუპირებულად არის მიჩნეული.
XS
SM
MD
LG