Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Moody's: საფრთხის ქვეშაა ევროკავშირის ყველა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი


საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s აცხადებს, რომ ევროზონაში შექმნილი საკრედიტო კრიზისის გამო საფრთხის ქვეშაა ევროკავშირის ყველა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი. სააგენტოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპის ლიდერებმა ჯერ ვერ მიიღეს ეფექტიანი ზომები კრიზისის გადასაჭრელად, რის გამოც ბაზრები კვლავ არასტაბილურია და იზრდება საკრედიტო რისკები. Moody’s-მა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სარეიტინგო სააგენტოა, მანამდე რეიტინგი შეუმცირა საბერძნეთს, ირლანდიასა და პორტუგალიას - ქვეყნებს, რომლებსაც კრიზისი ყველაზე მეტად შეეხოთ.
XS
SM
MD
LG