Accessibility links

გილაური ჩეხეთში გაემგზავრა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სამუშაო ვიზიტით ჩეხეთში გაემგზავრა. ”ინტერპრესნიუსის” ცნობით, პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩეხ კოლეგას პეტრ ნეჩასს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა პირველ ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან კარლ შვარცენბერგთან. ნიკა გილაური მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმში და კომპანია Energo pro-ს წარმომადგენლებს შეხვდება.
XS
SM
MD
LG