Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში საპარლამენტო არჩევნების პირველი ეტაპი დაიწყო


დღეს დილიდან ეგვიპტელ ამომრჩევლებს რიგებში დგომა უწევდათ საარჩევნო უბნებთან. ამ არაბულ სახელმწიფოში, რომელსაც დროებითი სამხედრო ხელისუფლება მართავს, იმართება პირველი საპარლამენტო არჩევნები, სახალხო გამოსვლების შედეგად, ავტოკრატი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის, დამხობის შემდეგ. სახალხო კრების, ანუ პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნები სამ ეტაპად გაიმართება. ის დაიწყო კაიროში, ალექსანდრიაში და სხვა არეალებში და გაგრძელდება იანვრამდე. მოელიან, რომ ისლამისტური პარტიები, მათ შორის, „მუსლიმთა საძმო“, წარმატებას მიაღწევენ. უკვე შემდეგ, მარტის ბოლოს, ამომრჩევლებს მოუწევთ კენჭი უყარონ პარლამენტის ქვედა პალატის შემადგენლობას.
XS
SM
MD
LG