Accessibility links

logo-print

პაკისტანი უარყოფს, რომ ნატოს საჰაერო თავდასხმა მისი არმიის ქმედებას მოჰყვა


პაკისტანის ხელისუფლება უარყოფს, რომ პაკისტანელი სამხედროების მოქმედებამ გამოიწვია ნატოს ავიაციის იერიში შაბათს, რასაც 24 სამხედროს დაღუპვა მოჰყვა. ინციდენტი მოხდა ავღანეთის საზღვართან, მოჰმანდის რაიონში. დასავლეთის მედია, ავღანეთის წარმომადგენლებზე დაყრდნობით, იუწყებოდა, რომ ნატოს ჯარს, ავღანელ სამხედროებთან ერთად, ცეცხლი გაუხსენს პაკისტანის საგუშაგოებიდან. მათი ვარაუდით, ეს მეამბოხეების შეტევა იყო, რის საპასუხოდაც ნატოს ავიაციას თხოვეს დახმარება. ავიაციამ საჭაერო დარტყმა განახორციელა. პაკისტანის სარდლობამ განაცხადა, რომ ნატო და ავღანეთი ეძებენ მიზეზს, რათა თავი გაიმართლონ. მისივე თქმით, თავდასხმა გრძელდებოდა ორ საათს და არ შეწყდა მისი თხოვნის მიუხედავადაც. ნატომ ბოდიში მოიხადა მომხდარისთვის, ინციდენტს „ტრაგიკული, არაწინასწარგანზრაუხული“ უწოდა და პირობა დადო, რომ საქმეს გამოიძიებს.
XS
SM
MD
LG