Accessibility links

logo-print

საპროტესტო აქცია გაიმართა იპოდრომის ტერიტორიაზე ხეების გაჩეხვის შეწყვეტის მოთხოვნით


თბილისის იპოდრომის ტერიტორიაზე მრავალწლიანი ხეების გაჩეხვის შეწყვეტის მოთხოვნით დღეს მერიასთან გაიმართა საპროტესტო აქცია, რომელშიც გარემოსდამცველები, ექიმები და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. აქციაზე მისი ორგანიზატორი, კონსერვატორი ლაშა ჩხარტიშვილი აირწინაღით მივიდა და განაცხადა, რომ თბილისელებს ჰაერის დაბინძურების გამო, მალე აირწინაღებით სიარული მოუწევთ. ჩხარტიშვილის თქმით, 50-წლიანი ხეები ნადგურდება იპოდრომის ტერიტორიაზე არსებულ რეკრეაციულ ზონაში, სადაც მშენებლობას ხელისუფლების მაღალჩინოსნები და მათი ნათესავები აწარმოებენ. საპროტესტო აქციის მონაწილე გარემოსდამცველების და ექიმების განცხადებით, მწვანე საფარის განადგურება მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მერიას წერილობით მიმართეს და ხეების გაჩეხვის შეწყვეტა მოითხოვეს. დღევანდელ აქციას გამოეხმაურა თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსია გიორგი ქორქაშვილი. მისი მტკიცებით, იპოდრომის ტერიტორიაზე მხოლოდ რამდენიმე ხმელი ხე მოჭრეს და 60-მდე გადარგეს.
XS
SM
MD
LG