Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის გუშაგთა საბჭომ დაამტკიცა ბრიტანეთთან ურთიერთობის შემცირების კანონი


ირანის სახელმწიფო მაუწყებლის, „ირიბის“ თანახმად, დღეს გუშაგთა საბჭომ მიიღო კანონპროექტი, რომელიც ბრიტანეთთან ურთიერთობის შემცირებას ითვალისწინებს. ამ გადაწყვეტილებას ალბათ მოჰყვება, წლის ბოლომდე ბრიტანეთის ელჩის გაწვევა ირანიდან. საბჭოს წარმომადგენლის, აბასალი ქადხოდაის თქმით, საბჭოს ყველა წევრი მიემხრო კანონს. კანონი ირანის პარლამენტმა კვირას მიიღო. ის მომზადდა, აშშ-ის, ბრიტანეთის და კანადის მიერ ირანისთვის ახალი სანქციების დაწესების შემდეგ. მათი მიზეზი ბირთვული სააგენტოს ანგარიში იყო, სადაც გამოთქმულია ვარაუდი, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს. თეირანი უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანია.
XS
SM
MD
LG