Accessibility links

logo-print

კოსოვოში ნატოს ორი ჯარისკაცი დაჭრეს


კოსოვოში განთავსებული, ნატოს სარდლობით მოქმედი საერთაშორისო ძალების ორი ჯარისკაცი სროლაში, რომელიც სერბი დემონსტრანტებთან შეტაკებისას მოხდა ჩრდილოეთ კოსოვოში. შეტაკება მაშინ დაიწყო, როცა საერთაშორისო კონტინგენტმა დაიწყო ადგილობრივი სერბების მიერ აგებული ბარიკადების დაშლა. სერბები პროტესტს გამოთქვამენ კოსოვოს, უმეტესად ალბანელებით დაკომპლექტებული მთავრობის გადაწყვეტილების მიმართა, განალაგოს საზღვარზე თავისი პოლიცია და მებაჟეები. გავრცელებული ცნობით, სამხედროებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს. არმიის განცხადებით, დემონსტრანტებს ჰქონდათ მცირე ცეცხლმსროლელი იარაღი, რითაც სამხედროები დაიჭრნენ.
XS
SM
MD
LG