Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის სამინისტრომ „ქართული ოცნება“ რეგისტრაციაში გაატარა


იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართულ ოცნება" უკვე დაარეგისტრირა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე უკვე აღნიშნულია, რომ სარეგისტრაციო განცხადება დასრულებულია, ხოლო წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები არიან თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, გამგეობის წევრი ირაკლი სესიაშვილი, გამგეობის წევრი გიორგი ვოლსკი და გამგეობის წევრი ზაალ გოგსაძე. უფრო ადრე ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნომ გაავრცელა განცხადება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აჭიანურებდა ორგანიზაციის რეგისტრაციას. საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ პრეზენტაცია კი 11 დეკემბერს ფილარმონიის დარბაზში გაიმართება.
XS
SM
MD
LG