Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალა ჯიოევა: „ჩვენ აბსოლუტურად დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ“


ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა დარწმუნებული საკუთარ გამარჯვებაში და გამორიცხავს სამოქალაქო დაპირისპირებას. „გამარჯვებას ვერავინ წამართმევს, თუმცა, ანატოლი ბიბილოვის ადგილზე რომ ვყოფილიყავი ღირსეულად ვაღიარებდი საკუთარ დამარცხებასო“, - განაცხადა რადიო თავისუფლების რუსულენოვან გადაცემა „ეხო კავკაზასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, წინასწარი შედეგებით თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩენებში გამარჯვებულმა ალა ჯიოევამ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამოცხადება გადაიდო, რადგან მმართველმა პარტიამ საჩივარი შეიტანა დარღვევებთან დაკავშირებით. „ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი დაპირისპირება. მე და ჩემი საარჩევნო შტაბი ვაცხადებთ, რომ ერთგულნი ვართ საკანონმდებლო სივრცისა. ჩვენ დაველოდებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, რომ ისინი ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რადგან ყველა მათგანისათვის ჩვენი გამარჯვება აბსოლუტურად დამაჯერებელია. და ვფიქრობ, რომ ახლა არ მაქვს, არანაირი საფუძველი იმისათვის, რომ დაუმორჩილებლობის აქტებზე ვილაპარაკო“, - აცხადებს ალა ჯიოევა. თვითაღიარებული რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს განცხადებით ამ საკითხის განხილვას ერთი დღე დასჭირდება. ჯიოევას შტაბის ცნობით მან კონკურენტზე 5 ათასი ხმით მეტი მიიღო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებითაც ლიდერობს ოპოზიციის კანდიდატი. ხმების ორი მესამედის დათვლის შემდეგ ჯიოევას 56,7 პროცენტი აქვს, ბიბილოვს კი - 40.
XS
SM
MD
LG