Accessibility links

ეგვიპტეში არჩევნების მეორე დღეა


ეგვიპტეში მეორე დღეა გრძელდება საპარლამენტო არჩევნები. ეს არის პირველი არჩევნები ჰოსნი მუბარაქის მმართველობის დასრულებიდან. აშშ მიესალმა ეგვიპტეში არჩევნების მშვიდობიან მიმდინარეობას და ამომრჩეველთა მაღალ აქტივობას. საპარლამენტო არჩევნებს ეგვიპტეში წინ უძღოდა შეტაკებები საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სახელისუფლებო ძალებს შორის, რასაც 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა განაცხადა, რომ მართალია, ზოგიერთ უბანზე საჭირო გახდა ამომრჩევლის იძულება რიგი დაეცვა, მაგრამ ზოგადად, პროცესი მშვიდობიანად მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG