Accessibility links

logo-print

კოსოვოში შეტაკება მოხდა ნატოს სამხედროებსა და სერბებს შორის


კოსოვოს ჩრდილოეთში ნატოს მშვიდობისმყოფელებსა და ადგილობრივ სერბებს შორის შეტაკებისას 25 სამხედრო და ათობით სერბი დაიჭრა. არეულობა ქალაქ ზუბინ-პოტოკთან დაიწყო, როცა ნატოს სამხედროები შლიდნენ გზაზე არსებულ ერთ-ერთ ხერგილს, რომელიც გასულ ზაფხულში კოსოვოელმა სერბებმა ააგეს სერბეთის საზღვრისკენ გზის გადასაკეტად. ნატოს ძალების სარდლობა აცხადებს, რომ მშვიდობისმყოფელებს ცეცხლი გაუხსნეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა. ისინი იყენებდნენ ასაფეთქებელ მოწყობილობებს, ისროდნენ აალებადი ნივთიერებით სავსე ბოთლებს. საპასუხოდ, სამხედროებმა გამოიყენეს ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები. ნატო და სერბეთის ხელისუფლება სიმშვიდისკენ მოუწოდებენ მოსახლეობას. კოსოვოს ჩრდილოეთში ვითარება დაიძაბა მას შემდეგ, რაც ივლისში კოსოვოს ხელისუფლებამ, რომელიც ძირითადად ალბანურ უმრავლესობას წარმოადგენს, შეეცადა სერბეთთან საზღვრის ზოგიერთი მონაკვეთი თავად გაეკონტროლებინა.
XS
SM
MD
LG