Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება


დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენიტო არჩევნების წინასწარი შედეგები სასამართლომ გააუქმა "დარღვევების გამო". პარლამენტის პრეზიდიუმის მიერ დაინიშნა განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ახალი ვადა, 25 მარტი. საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული წინასწარი შედების თანახმად, ალა ჯიოევამ ხმების 56 პროცენტი მოიპოვა და დაამარცხა კრემლის მხარდაჭერით მოქმედი ანატოლი ბიბილოვი, რომელსაც 40 პროცენტი მიემხრო. დე ფაქტო რესპუბლიკის მმართველმა პარტიამ სასამართლოს გუშინ მიმართა, არჩევნების ბათილად ცნობისა და საარჩევნო კომისიის დათხოვნის მოთხოვნით. დღეს ცხინვალის ქუჩებში ალა ჯიოევას მომხრეებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყეს და კოკოითის ხელისუფლებას არჩევნების შედეგების და ჯიოევას გამარჯვების აღიარება მოსთხოვეს. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გავრცელებული ინფორმაციით, დე ფაქტო რესპუბლიკაში ალა ჯიოევას მომხრეები დაუმორჩილებლობის აქციებისთვის ემზადებიან. ჯიოევას შტაბბინიდან გავრცელებული ცნობით, თვითონ ჯიოევას მოხრები მოვლენების მომავალი განვითარებისთვის პასუხიმგებლობას იხსნიან. უფრო ადრე, ჯიოევამ, მეტოქეს, ბიბილოვს მიმართა თხოვნით, აღიაროს მარცხი.
.
XS
SM
MD
LG