Accessibility links

logo-print

ცხინვალში სასამართლომ უკანონოდ გამოაცხადა არჩევნების მეორე ტურის შედეგები


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 27 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები უკანონოდ გამოაცხადა ადგილობრივმა უმაღლესმა სასამართლომ. შესაბამისად მან დააკმაყოფილა მმართველი პარტია ”ედინსტვოს” სარჩელი, არჩევნების გაყალბების შესახებ. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამდე ოპოზიციის კანდიდატმა ალა ჯიოევამ განაცხადა, რომ ის გამარჯვებულად უკვე აღიარა ცსკ-მ. ჯიოევას მომხრეებმა დღეს ცხინვალში საპროტესტო მსვლელობები გამართეს და პრეზიდენტობის კანდიდატს მმართველი პარტიიდან ანატოლი ბიბილოვს დამარცხების აღიარებისკენ მოუწოდეს.
XS
SM
MD
LG