Accessibility links

logo-print

პაკისტანი ბოიკოტს გამოუცხადებს ავღანეთის შესახებ კონფრენეციას


ახალი ამბების სააგენტოების თანახმად, პაკისტანი ბოიკოტს გამოუცხადებს საერთაშორისო კონფრენციას, რომელიც ავღანეთს ეძღვნება, და რომელიც გერმანიაში, ბონში უნდა გაიმართოს 5 დეკემბერს. ცნობა იმოწმებს პაკისტანის ოფიციალურ პირს, რომელიც ვინაობას არ ამხელს. პაკისტანის შესაძლებელი გადაწყვეტილება პასუხია ნატოს ავიაციის მიერ 24 პაკისტანელი სამხედროს დახოცვაზე. ამ ინციდენტს პაკისტანმა უპასუხა მისი ტერიტორიის გავლით ავღანეთში მიმავალი ნატოს კონვოის შეჩერებით. ნატო იძიებს მომხდარს, მაგრამ პაკისტანელი სამხედროების დახოცვას ფართო პროტესტი მოჰყვა.
XS
SM
MD
LG