Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიის პრეზიდენტი მოუწოდებს კოსოვოელ სერბებს, აიღონ ბარიკადები


სერბიის პრეზიდენტმა, ბორის ტადიჩმა მოუწოდა კოსოვოელ ეთნიკურ სერბებს, დაშალონ ბარიკადები, რომელთა გამოც დღეს შეტაკება მოხდა სერბებსა და კოსოვოში განთავსებულ ნატოს სამშვიდობო ჯარს შორის. ტადიჩის თქმით, ბარიკადები არ ემსახურება სერბიის ინტერესებს. სამშვიდობო ძალების 25 სამხედრო და ათეულობით სერბი დაშავდა შეტაკებების დროს. კოსოვოს ჩრდილოეთში ვითარება დაიძაბა მას შემდეგ, რაც ივლისში, კოსოვოს ხელისუფლებამ, რომელიც ძირითადად ალბანურ უმრავლესობას წარმოადგენს, შეეცადა სერბიასთან საზღვრის ზოგიერთი მონაკვეთი თავად გაეკონტროლებინა.
XS
SM
MD
LG